მცირე და დიდ ბედნიერებათა სია

ამ დილით, როცა რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ავტორიზაციას გავდიოდი ბლოგზე შემოსასვლელად, ვფიქრობდი ამ ბლოგის გაუქმებაზე, ან ზოგიერთი სტატიის წაშლაზე ან  ბლოგის downloadთემატურ ცვლილებებზე. თუმცა საბოლოოდ წერის ხასიათზე დავდექი.

თანამედროვე ბედნიერებები:

  1. ფეხბურთის ფანობა და ფეხბურთის თამაში
  2. წიგნების კითხვა და წიგნების წერა
  3. ჯონ ლენონის მოსმენა და ჯონლენონობა

რა თქმა უნდა, ცურვა, ბუნებაში ხეტიალი, მზის გულზე კოტრიალი ან დილაობით ცხელი ყავა  და მსგავსი რამეებიც თავისებური ბედნიერებაა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილთა განსაცდელად აუცილებელი პირობა იყო 20 საუკუნეში დაბადება, უკვე ოცდამეერთეშიც.

 

სანამ ცოტაოდენი რელიგიურობა მქონდა შერჩენილი და მონასტერში ცხოვრებაზე დამეფიქრებოდა ხოლმე, მაშინვე წინ გადამეღობებოდნენ ეს ბედნიერებები, რომლებზეც უარის თქმა არ შემეძლო და ღმერთიც მეცოდებოდა, ნეტავ რითი ერთობა, თუკი ამათ კრძალავს-მეთქი.

ახლა წარმოიდგინეთ, როგორ მეცოდებოდნენ ჩვენი წინაპრები, კიდევ იმათი და ამათი წინაპრებიც. მათ არაფერი იცოდნენ იმისა,რაც დღეს მე მახარებს.

სამაგიეროდ, არ მშურს ჯონის თანამედროვეების, რადგან მუსიკის მოსმენა ჩემს სახლში სიწყნარეში მირჩევნია, ვიდრე კონცერტზე, სადაც თურმე ისე გაჰკიოდნენ ბითლზის ფანები, რომ ჯონი წუხდა, ჩვენი სიმღერის ხმა აღარ ისმისო.

სამაგიეროდ, ძალიან, ძალიან მშურს დიდი გუნდების და ნაკრებების ფანების, რომლებიც ხშირად არიან თავიანთი საყვარელი გუნდის გამარჯვებების მომსწრე და მონაწილე.

ასევე ძალიან მწყდება გული, რომ წიგნი, რომელიც უზომოდ მომეწონა, წაკითხვისთანავე არ მავიწყდება. მერე ისევ პირველად წაკითხვა რომ შემძლებოდა! პრინციპში, ეს წესი ფეხბურთზეც შეიძლება გავრცელდეს, თუკი საუკეთესო მატჩების ანგარიშები დამავიწყდებოდა 😀

საერთოდ კი, მთავარი ბედნიერება იმაშია, რომ იქ დავიბადე, სადაც დავიბადე, როცა დავიბადე და ასეთად, როგორიც ვარ, თუკი საერთოდ უნდა დავბადებულიყავი, რა თქმა უნდა.

 

პ.ს. წერილი დამთავრდა ისევე მოულოდნელად, როგორც დაიწყო.

პ.ს.ს. ახლა არ დამიწყოთ, მოკლე წინადადებები წერეო 😀 😀

 

 

 

Advertisements
Aside | This entry was posted in თიკოს დღიური, ToT-Art and tagged , . Bookmark the permalink.

4 Responses to მცირე და დიდ ბედნიერებათა სია

  1. tatavoncosta says:

    ფეხბურთთან აბსოლურურად გულგრილი ვარ, ხატვას ჩავამატებდი და მიგზაურობას…კარგ ხასიათზე დამაყენე თიკო! 🙂

    Liked by 1 person

  2. იაია says:

    ფილმების ცქერა და ფილმების გადაღება. .. ფეხბურთის ფანი არც მე ვარ..

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s