რას გვეუბნება ოსტატი

12633068_1169605899731234_2101696690_o

                         /გიორგი /

ეს იყო ერთ-ერთი ჩემი მკვეთრი ხილვა და ამის საფუძველზე გადავწყვიტე დამეწერა, ხილვა ასე დაიწყო:

მივედი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც კრისტალების მაღაზია იყო. იქ ჩვენ უკრაინიდან ჩამოსულ სტუმარს უნდა დავხვედროდით. კრისტალების მაღაზია დაკეტილი იყო, რამოდენიმე წუთში გამყიდველი მოვიდა და კარები გააღო. ჩვენ შევედით და ვათვალიერებდით. ბევრი მინერალი იყო, ერთ-ერთი მრგვალი დამუშავებული კვარცი მომეწონა და ფასი ვიკითხე, რაღაც ძალიან ძვირი მომიხია. ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი მოვიდა, გაისმა ტელეფონზე ზარი, ინგამ გვითხრა – ამოდითო. ჩვენ შევედით მიხვეულ-მოხვეულ ჩიხში, მარცხნივ ბორდიურზე პარკით ლობიანი და რაღაც საჭმელები ეკიდა. ირგვლივ არავინ იყო, მე კი მშიოდა. კი გავიფიქრე ახლა ამას ავიღებ-მეთქი, ხელცარიელი ვიყავი. ცოტა უხერხული იყო.

Continue reading

Aside | Posted on by | Tagged , , | Leave a comment

ადგილი, სადაც ყველა ოცნება რეალობად შეიძლება იქცეს

  /გიორგი /

მახსოვს, კრისტალების უცნაური განლაგება ჩემს საწოლთან.  პირველ დღეს, ალბათ, ექვსი საათი მეძინა და დილით რომ გავიღვიძე, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ორი ღამე გავიდა.

შემდეგი დღეები ცუდად მეძინა, რადგან ენერგიით ვივსებოდი. ღამე ენერგიით ავსება კი უძილობას იწვევს. ეს მაშინ არ ვიცოდი.

დროთა განმავლობაში ამ ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ვხვდებოდი სხვადასხვა უცნაურ სამყაროებში და ასევე ბუნდოვნად ვგრძნობდი, სად ვიმოგზაურებდი მომავალში.

პირველი ყველაზე რეალური ცუდი გამოცდილება ასეთი იყო: ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მე მივდიოდი სადღაც თბილისთან ახლოს გზაზე, ქალაქს ზევიდან დავყურებდი და დავინახე ფეხბურთის ბურთის ოდენა ვულკანური ქვა პირდაპირ გზის პირას. ქვა სახლში წამოვიღე და ჩემი საწოლის გვერდზე დავიდე, ღამე დავიძინე. დაძინების მომენტიდან ვგრძნობდი ქვიდან მომავალ ძლიერ ვიბრაციებს, ის უფრო და უფრო ძლიერდებოდა და მოვხვდი მაგიურ (ბინძურ) ქალაქში, სადაც ჩონჩხები დადიოდნენ, ირგვლივ სიკვდილი იყო.

Continue reading

Aside | Posted on by | Tagged , , , , | Leave a comment

აიახუასკა და ის ეზოთერული ზღაპარი

/გიორგი/

მახსოვს, ღამის თორმეტი საათი იყო. მე მოლოდინით ვიწექი ჩემს საწოლში და ველოდებოდი რაღაცას, რაღაც უცნაურს და მისტიურს. დრო გავიდა და რომელიღაც წამში ვიგრძენი ჩემი თავის ზემოთ ისეთი რამ, რასაც არ მოველოდი და დამიჯერეთ, როგორც შემდეგ გავარკვიე, ვერც ვერასოდეს წარმოიდგენს ადამიანის გონება ასეთ რამეს, როდესაც ამ საბედისწერო მომენტამდე მივა.

პირველი ჩემი აზრი იყო, ვინ ხარ?

Picture1.jpg

Continue reading

Aside | Posted on by | Tagged , , | Leave a comment

ქარის სული ინდიელთა წარმოდგენით

                                                                                 /თიკო/

ქარის სული არის ახალგაზრდა, მამაცი ინდიელი, გრძელი ყორნისფერი თმით, მხრებზე მოხვეული ფერადი ბუმბულის მოსასხამით, აცვია ირმის ტყავის შარვალი და მორთული მოკასინები.
ქარის სული არასოდეს ეშვება მიწაზე, ის დაფრინავს მაღლა, ხეებს შორის. ის ფიცხია და ცვალებადი, ზოგჯერ ნაზი ნიავის სახით გვეჩვენება, სხვა დროს კი მრისხანე ქარიშხალად მოგვევლინება. ის შეიძლება გახდეს განმწმენდი ან დამღუპველი, შეუმსუბუქოს ადამიანს გაჭირვება, ან მის გამანადგურებელ ძალად იქცეს.

544650_369523543161377_1092382642_n

Continue reading

Aside | Posted on by | Tagged , , | Leave a comment

არგონავტები

 /თეიმურაზ მელიქიშვილი/

არგონავტების მითი ჩვენთვის მნიშნელოვანია იმით, რომ მასში ასახულია ბერძნულ–კოლხური ურთიერთობების რაღაც რეალური ამბავი. პოპულარულობის გამო ლეგენდა მრავალჯერ იქნა ეკრანიზირებული, ხოლო ჩვენ აქ წარმოგიდგენთ ალექსანდრა სნეჟკო–ბლოდსკოის ანიმაციას, რომელიც დაფუძნებულია ბერძნული მითის მოტივებზე.

მწარმოებელი: Союзмультфильм12309413_1006709262722850_1415607120_n

ქვეყანა: სსრკ

წელი: 1971

რეჟსორი: ალექსანდრა სნეჟკო–ბლოცკაია

როლებს ახმოვანებდნენ: ალექსანდრე კონსოვსკი, ტატიანა ლენნიკოვა, ტამარა დიმიტრიევნა, ვლადიმირ შოსალსკი, აგარ ვლასოვა, ლევ ზოლოტუხინი

ანოტაცია: ორი ბერძენი მოზარდი ბიჭი ცხვრების წყემსვისას ნაპირზე პოულობენ მწყობრიდან გამოსულ ძველ გემს და იქვე მჯდომ მოხუც კაცსს. ბავშვებს მოეწონათ ხომალდი, ხოლო მოხუცი იწყებს მის შესახებ ამბის თხრობას.

Continue reading

Aside | Posted on by | Tagged , , | Leave a comment

ლაბირინთი. თეზევსის გმირობები

                                                                  /თეიმურაზ მელიქიშვილი/

“ლაბირინთი. თეზევსის გმირობები” წარმოადგენს საოცრად საინტერესო მულტფილმს, რომელიც შექმნილია ბერძნული მითოლოგიის მოტივებზე საბჭოთა ანიმატორების მიერ. ამ ნახატ ფილმში თქვენ იხილავთ თეზევსის მთავარ გმირობას, როცა მარტომ დაამარცხა საშინელი მინოტავრი.12212566_998731266853983_1527219432_n

მწარმოებელი: Союзмультфильм

ქვეყანა: სსრკ

წელი: 1971

რეჟსორი: ალექსანდრა სნეჟკო–ბლოცკაია

როლებს ახმოვანებდნენ: ალეკსეი კონსოვსკი, ალექსანდრ გრავე, იაკობ ბელენკი, ანატოლი პაპანოვი, ნატალია კუნსტინსკაია, სოფია ზაიკოვა, ლევ ფრიჩინსკი.

Continue reading

Aside | Posted on by | Tagged , , | Leave a comment

ოლიმპოდან დაბრუნება

                                                   /თეიმურაზ მელიქიშვილი/

“ოლიმპოდან დაბრუნება” – არის ნახატი მულტიპლიკაციური ფილმი. მისი სიუჟეტი აგებულია ძველი საბერძნეთის მითოლოგიურ მოტივებზე და წარმოადგენს 12200988_997871716939938_1172568076_nთავისუფალ ვარიაციას.

მწარმოებელი: Союзмультфильм

ქვეყანა: სსრკ

წელი: 1969

რეჟსორი: ალექსანდრა სნეჟკო–ბლოცკაია

როლებს ახმოვანებდნენ: ალექსანდრე კონსოვსკი, ერასტ გარინი, მიხაილ ნოვოხიჟინი, ალექსეი გრიბოვი, ნატალია კუსტინსკაია, სოფია ზაიკოვა, მიხაილ პოგორჟელსკი

Continue reading

Aside | Posted on by | Tagged , , | Leave a comment